მარნეულის პროდუქცია

14.06.2018

მარნეულის სასურსათო ქარხნის უგემრიელესი მჟავეული, ტკბილეული, საწებლები და ტომატისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ის მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება და მისი ძირითადი მომწოდებელი  პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროა", დანარჩენ ნედლეულს კი ასევე საქართველოდან, მოსახლეობისგან იბარებს. ყოველწლიურად ხდება ახალი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ 100%-ით ქართულმა პროდუქტმა უკვე მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა იმპორტირებული პროდუქციის მოხმარება ქართულ ბაზარზე. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-ზე მეტი დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს.