ჩერი პომიდორი
30.07.2020
"მარნეულის სასურსათო ქარხანაში" ჩერი პომიდვრის წარმოება მიმდინარეობს.
ჩვენი ქარხნის პროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია "სრულად ქართულობა ", რაც გულისხმობს იმას, რომ გამოყენებული ნედლეული მთლიანად საქართველოდანაა. ნაწილს ქარხანა იბარებს პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან.
მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქცია, 100% ქართული ნატურალური პროდუქტისგანაა დამზადებული.